mirror of
https://github.com/gorhill/uBlock.git
synced 2024-11-01 16:33:06 +01:00
50 lines
5.1 KiB
Plaintext
50 lines
5.1 KiB
Plaintext
რეკლამების შედეგიანი შემზღუდავი: მეხსიერებისა და პროცესორის შემსუბუქებული მოხმარება, რეკლამების სხვა შემზღუდავებთან შედარებით, ათასობით მეტი ფილტრის გამოყენების პირობებშიც კი.
|
|
|
|
შედეგიანობის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე: https://github.com/gorhill/uBlock/wiki/uBlock-vs.-ABP:-efficiency-compared
|
|
|
|
გამოყენება: ჩართვის დიდი ღილაკით, ჩამოშლილ მენიუში, შესაძლებელია uBlock-ის ჩართვა/გამორთვა მიმდინარე ვებსაიტზე. ეს ღილაკი მოქმედებს მხოლოდ არსებულ საიტზე და არ გამოიყენება ზოგადად ჩართვა/გამორთვისთვის.
|
|
|
|
***
|
|
|
|
მეტად მოქნილი, ეს არაა უბრალოდ „რეკლამების შემზღუდავი“: ასევე შესაძლებელია hosts ფაილის წაკითხვა და ფილტრების შექმნა.
|
|
|
|
გარდა ამისა, ნაგულისხმევად ჩართულია და გამოიყენება შემდეგი გასაფილტრი სიები:
|
|
|
|
- EasyList
|
|
- Peter Lowe-ის სარეკლამო სერვერების სია
|
|
- EasyPrivacy
|
|
- მავნე დომენები
|
|
|
|
ასევე, ხელმისაწვდომია სიები სურვილისამებრ შესარჩევად:
|
|
|
|
- Fanboy-ის გაუმჯობესებული წესები თვალყურისმდევნებლების შესაზღუდად
|
|
- Dan Pollock-ის hosts ფაილი
|
|
- hpHosts-ის სარეკლამო და თვალყურისმდევნელი სერვერები
|
|
- MVPS HOSTS
|
|
- Spam404
|
|
- და კიდევ ბევრი
|
|
|
|
რასაკვირველია, რაც უფრო მეტი ფილტრია ჩართული, მეხსიერების გამოყენება იზრდება. თუმცა, Fanboy-ის გაფართოებული წესების, hpHosts-ის სარეკლამო და თვალყურისმდევნელი სერვერების დამატების შემთხვევაშიც კი, uBlock მაინც ნაკლებ მეხსიერებას იყენებს, ვიდრე ყველა სხვა ცნობილი შემზღუდავი პროგრამები.
|
|
|
|
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი დამატებითი წესების შერჩევის შედეგად, შესაძლოა ვებსაიტები არ გამოჩნდეს გამართულად -- განსაკუთრებით იმ წესების შემთხვევაში, რომელიც ჩვეულებრივ, hosts ფაილად გამოიყენება.
|
|
|
|
***
|
|
|
|
წინასწარ შედგენილ წესებს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ გაფართოების შედეგიან მუშაობაში. ასე რომ, თუ ოდესმე გადაწყვეტთ ვინმესთვის შემოწირულობის გაღებას, იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ იმ გასაფილტრი წესების მუდმივ განახლებაზე, რომლითაც სარგებლობთ და რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის უფასოდ.
|
|
|
|
***
|
|
|
|
უფასო.
|
|
ღია წყაროს მქონე საჯარო ლიცენზიით (GPLv3)
|
|
მომხმარებლების მიერ, მომხმარებლებისთვის.
|
|
|
|
წვლილის შემტანები @ Github: https://github.com/gorhill/uBlock/graphs/contributors
|
|
წვლილის შემტანები @ Crowdin: https://crowdin.net/project/ublock
|
|
|
|
***
|
|
|
|
It's quite an early version, keep this in mind when you review.
|
|
|
|
ცვლილებების ჩამონათვალი:
|
|
https://github.com/gorhill/uBlock/releases
|