uBOL სრულად დეკლარაციულია, ანუ არაა საჭირო მუდმივად იყოს გაშვებული uBOL-პროცესი გასაფილტრად, CSS/JS ჩანაცვლებით შიგთავსის გაფილტვრას თავად ბრაუზერი უზრუნველყოფს ნაცვლად გაფართოებისა, რაც მეტად საიმედოა. შესაბამისად, uBOL თავად არ დატვირთავს პროცესორს/ოპერატიულს შიგთავსის შეზღუდვის დროს -- uBOL-ის შუამავალი მომსახურე პროცესი საჭიროა _მხოლოდ_ მაშინ, როცა ამომხტომ არესთან ურთიერთქმედებთ ან ცვლით პარამეტრებს.
uBOL არ საჭიროებს „მონაცემთა წაკითხვისა და შეცვლის“ სრულ ნებართვას დაყენებისას, ვინაიდან მოკვეცილი შესაძლებლობებითაა წარმოდგენილი uBlock Origin-თან ან რეკლამის სხვა შემზღუდავებთან შედარებით, რომლებიც ერთბაშად ითხოვს „მონაცემთა წაკითხვისა და შეცვლის“ უფლებას დაყენებისთანავე.
ამასთანავე, uBOL საშუალებას გაძლევთ *მკაფიო* თანხმობით მიუთითოთ გაფართოებული ნებართვები ცალკეულ საიტებზე სურვილისამებრ, რომ უკეთ შეიზღუდოს შიგთავსი ხილული ელემენტების გაფილტვრითა და პროგრამული ჩამატებებით.
გაფართოებული ნებართვების მისაცემად მითითებულ საიტზე, გახსენით ამომხტომი არე და აირჩიეთ ფილტრაციის უფრო მაღალი დონე, როგორიცაა „წონასწორული“ ან „სრული“.
შეგიძლიათ მიუთითოთ გაფილტვრის ნაგულისხმევი რეჟიმი uBOL-ის პარამეტრების გვერდიდან. თუ აირჩევთ „წონასწორულ“ ან „სრულ“ რეჟიმს ნაგულისხმევად, uBOL-ს უნდა დართოთ ყველა საიტზე მონაცემთა წაკითხვისა და შეცვლის ნება.
- არანაირი სრული ნებართვების ერთბაშად მოთხოვნა დაყენებისას -- დამატებითი უფლებები შეიძლება მიეცეს მომხმარებლის მკაფიო თანხმობით თითოეულ საიტზე ცალ-ცალკე.