1
0
mirror of https://github.com/gorhill/uBlock.git synced 2024-11-09 12:22:33 +01:00
uBlock/platform/mv3/description/webstore.ka.txt

31 lines
5.5 KiB
Plaintext
Raw Normal View History

uBO Lite (uBOL) *ნებართვებისგან თავისუფალი* MV3-ზე დაფუძნებული შიგთავსის შემზღუდავია.
წესების ნაგულისხმევი კრებული იგივეა, რასაც uBlock Origin იყენებს:
- uBlock Origin ფილტრების ჩაშენებული სიები
- EasyList
- EasyPrivacy
- Peter Lowe სარეკლამო სერვერების სია
შეგიძლიათ სხვა კრებულებიც დაამატეთ პარამეტრების გვერდიდან -- დაწკაპეთ _Cogs_ ხატულაზე ამომხტომ არეში.
uBOL სრულად დეკლარაციულია, ანუ არაა საჭირო მუდმივად იყოს გაშვებული uBOL-პროცესი გასაფილტრად, CSS/JS ჩანაცვლებით შიგთავსის გაფილტვრას თავად ბრაუზერი უზრუნველყოფს ნაცვლად გაფართოებისა, რაც მეტად საიმედოა. შესაბამისად, uBOL თავად არ დატვირთავს პროცესორს/ოპერატიულს შიგთავსის შეზღუდვის დროს -- uBOL-ის შუამავალი მომსახურე პროცესი საჭიროა _მხოლოდ_ მაშინ, როცა ამომხტომ არესთან ურთიერთქმედებთ ან ცვლით პარამეტრებს.
uBOL არ საჭიროებს „მონაცემთა წაკითხვისა და შეცვლის“ სრულ ნებართვას დაყენებისას, ვინაიდან მოკვეცილი შესაძლებლობებითაა წარმოდგენილი uBlock Origin-თან ან რეკლამის სხვა შემზღუდავებთან შედარებით, რომლებიც ერთბაშად ითხოვს „მონაცემთა წაკითხვისა და შეცვლის“ უფლებას დაყენებისთანავე.
ამასთანავე, uBOL საშუალებას გაძლევთ *მკაფიო* თანხმობით მიუთითოთ გაფართოებული ნებართვები ცალკეულ საიტებზე სურვილისამებრ, რომ უკეთ შეიზღუდოს შიგთავსი ხილული ელემენტების გაფილტვრითა და პროგრამული ჩამატებებით.
გაფართოებული ნებართვების მისაცემად მითითებულ საიტზე, გახსენით ამომხტომი არე და აირჩიეთ ფილტრაციის უფრო მაღალი დონე, როგორიცაა „წონასწორული“ ან „სრული“.
შემდეგ ბრაუზერი გაგაფრთხილებთ გაფართოების მიერ დამატებითი ნებართვების მოთხოვნის შესახებ მოცემულ საიტზე და აირჩევთ, დათანხმდებით თუ უარყოფთ მოთხოვნას.
თუ დათანხმდებით uBOL-ს მოთხოვნას დამატებითი ნებართვებისთვის მიმდინარე საიტზე, უკეთ შეძლებს შიგთავსის შეზღუდვას აღნიშნულ საიტზე.
შეგიძლიათ მიუთითოთ გაფილტვრის ნაგულისხმევი რეჟიმი uBOL-ის პარამეტრების გვერდიდან. თუ აირჩევთ „წონასწორულ“ ან „სრულ“ რეჟიმს ნაგულისხმევად, uBOL-ს უნდა დართოთ ყველა საიტზე მონაცემთა წაკითხვისა და შეცვლის ნება.
დაიხსომეთ, რომ ჯერ კიდევ მუშავდება შემდეგი მიზნებისთვის:
- არანაირი სრული ნებართვების ერთბაშად მოთხოვნა დაყენებისას -- დამატებითი უფლებები შეიძლება მიეცეს მომხმარებლის მკაფიო თანხმობით თითოეულ საიტზე ცალ-ცალკე.
- სრულად დეკლარაციულია პროცესორის/მეხსიერების დასაზოგად.