რეკლამების შედეგიანი შემზღუდავი: მეხსიერებისა და პროცესორის შემსუბუქებული მოხმარება, რეკლამების სხვა შემზღუდავებთან შედარებით, ათასობით მეტი ფილტრის გამოყენების პირობებშიც კი.
გამოყენება: ჩართვის დიდი ღილაკით, ჩამოშლილ მენიუში, შესაძლებელია uBlock-ის ჩართვა/გამორთვა მიმდინარე ვებსაიტზე. ეს ღილაკი მოქმედებს მხოლოდ არსებულ საიტზე და არ გამოიყენება ზოგადად ჩართვა/გამორთვისთვის.
რასაკვირველია, რაც უფრო მეტი ფილტრია ჩართული, მეხსიერების გამოყენება იზრდება. თუმცა, Fanboy-ის გაფართოებული წესების, hpHosts-ის სარეკლამო და თვალყურისმდევნელი სერვერების დამატების შემთხვევაშიც კი, uBlock მაინც ნაკლებ მეხსიერებას იყენებს, ვიდრე ყველა სხვა ცნობილი შემზღუდავი პროგრამები.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი დამატებითი წესების შერჩევის შედეგად, შესაძლოა ვებსაიტები არ გამოჩნდეს გამართულად -- განსაკუთრებით იმ წესების შემთხვევაში, რომელიც ჩვეულებრივ, hosts ფაილად გამოიყენება.
წინასწარ შედგენილ წესებს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ გაფართოების შედეგიან მუშაობაში. ასე რომ, თუ ოდესმე გადაწყვეტთ ვინმესთვის შემოწირულობის გაღებას, იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ იმ გასაფილტრი წესების მუდმივ განახლებაზე, რომლითაც სარგებლობთ და რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის უფასოდ.